ჩოგბურთი

20:50 | 27.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

წყვილებმა ტურნირი დაასრულეს

დასასრულს მიუახლოვდა ევროპის ჩოგბურთის ასოციაციის ეგიდით მიმდინარე 12 წლამდე ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირი გოგონებსა და ვაჟებს შორის, რომელსაც ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტები მასპინძლობს.

დღეს, ტურნირი დაასრულეს წყვილთა შორის მოასპარეზე ჩოგბურთელებმა, ხოლო ერთეულთა შორის მოასპარეზე სპორტსმენთა ფინალური შეხვედრები ხვალ ჩატარდება (დასაწყისი 11:00 საათზე).
შედარებით დაძაბული, ნიკოლოზ დავლიანიძე (საქართველო) - ბატრაზ ჩიბიროვისა (რუსეთი) და პაველ შუმეიკო (უკრაინა) - ომერ ტარმანის (თურქეთი) ინტერნაციონალურ წყვილთა შეხვედრა გამოდგა. დავლიანიძე-ჩიბიროვის წყვილმა 6:4, 6:3 შეძლო მეტოქის დამარცხება და მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.
შედარებით იოლ წარმატებას მიაღწიეს ესტონელმა გოგონებმა – მაილეენ ნუუდი - ჰეილა ლინდა სეჰმანის წყვილმა, ფიდანა ხალილზადე (აზერბაიჯანი) - ალინა მაზეროვას (რუსეთი) ინტერნაციონალურ წყვილს 6:0, 6:4 მოუგო.
ერთეულ ვაჟთა ფინალში, ზურა ტყემალაძე (საქართველო) პაველ შუმეიკოს შეხვდება, ხოლო გოგონათა შორის, დარია აფანასიევა (რუსეთი) თანამემამულე ვალერია კამენსკავას დაუპირისპირდება.
 
როლანდ ლაბუჩიძე
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08958