უიმბლდონზე საქმეში კვლავ წვიმა ჩაერია, რის გამოც მხოლოდ სამი მერვედფინალური შეხვედრის დასრულება მოხერხდა, დანარჩენებიდან კი ზოგი ხვალ ჩამთავრდება, ზოგიც ჩატარდება. ფედერერის მსგავსად, მეოთხედფინალში გავიდა უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი. “ნოლემ” მეოთხე წრეში 26 წლის თანამემამულე ვიქტორ ტროიცკის 6:3, 6:1, 6:3 მოუგო. ჯოკოვიჩმა მეთორმეტედ მოახერხა ტროიცკის ძლევა, ვიქტორს კი ერთადერთხელ ჰყავს დამარცხებული ნოვაკი. მეოთხედფინალში ჯოკოვიჩი ფრანგ რიშარ გასკესა (18) და გერმანელ ფლორიან მაიერს (31) შორის მოგებულს შეხვდება. მათი პირველი სეტი მაიერმა 6:3 მოიგო. მატჩი ხვალ განახლდება.







