დღის განმავლობაში ჩვენი ვებგვერდი განახლებული სახით (სტრუქტურით) წარსდგა თქვენს წინაშე. ახალი სტრუქტურა ვებგვერდის განვითარებისა და მრავალი ფუნქციის დამატების საშუალებას იძლევა, რაც ნაკლებად შესაძლებელი იყო აწ უკვე ყოფილ ვარიანტში.აქედანვე გეტყვით - გაურკვევლობა, რომელიც ერთი თვის წინათ ტექნიკური მიზეზების გამო წარმოიშვა, აღარ შეგაწუხებთ. კატეგორიების, ბლოკების თანმიმდევრობა პრაქტიკულად იგივეა, თუმცა, სიახლეებიც მრავლადაა. მათ შორის ყველაზე მთავარი, ჩვენი აზრით, საფეხბურთო ჩემპიონატების, უეფას ჩემპიონთა და ევროპის ლიგის კატეგორიაში ასახული სიახლეებია. კერძოდ – ამა თუ იმ ქვეყნისა და ტურნირის შიდა გვერდზე გადასვლის შედეგად, მკითხველი იხილავს სტატისტიკური მონაცემებისა და ინფორმაციის (ვიზუალური გაფორმებით) შეჯერებულ ვარიანტს, რომელიც სრულ წარმოდგენას შექმნის შესაბამისი ტურნირის მიმდინარეობის შესახებ. საიტზე კომენტარების გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ როგორც ჩვენს ვებგვერდზე, ისე Facebook-ზე დარეგისტრირებულებს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: უცენზურო გამონათქვამებისა და სარეკლამო განცხადებების გამო პროგრამის მიერ დაბლოკილი მომხმარებელი 24 საათის განმავლობაში ვერ შეძლებს კომენტარის გაკეთებას.
worldsport.ge-ის ადმინისტრაცია







