ლონდონის შემაჯამებელი ტურნირის მსვლელობის პირველ დღეს ATP World Tour Awards-ის წლევანდელი სეზონის ლაურეატები დასახელდნენ. ნონიმაციაში “წლის ჩოგბურთელი” სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა იმარჯვა, რომელიც გუშინ მსოფლიოს რეიტინგსისს პირველ პოზიციას დაუბრუნდა. “წლის წყვილად” კი ზედიზედ მეოთხედ (კარიერაში მერვედ) ამერიკელი ძმები ბობ და მაიკ ბრაიანები სცნეს.
“შტეფან ედბერგის პრიზი” ბოლო 9 წლის განმავლობაში მერვედ შვეიცარიელ როჯერ ფედერერს გადაეცა. ამ ჯილდოს მფლობელს “ფეარ პლეის” პრინციპების ყველაზე მეტად ერთგულებისთვის ანიჭებენ, სხვა ნომინანტები კი დავიდ ფერერი, ხუან მარტინ დელ პოტრო და მარინ ჩილიჩი იყვნენ.
გულშემატკივართა ვერსიით სეზონის უძლიერესი მოთამაშე ფედერერია. “მხიარულმა როჯერმა” ეს ნომინაცია მიჯრით მეათედ (?!) მოიგო. საინტარესოა აღინიშნოს, რო ეს პრიზი სულ მხოლოდ 3 მოთამაშეს აქვს დამსახურებული. ფედერერის გარდა ქომაგებმა ეს პატივი ბრაზილიელ გუსტავო კუერტენსა და რუს მარატ საფინს მიაგეს.
“არტურ ეშის თასი” (ეს პრიზი აქტიური საქველმოქმედო მოღვაწეობისთვისაა განკუთვნილი) ჯოკოვიჩს ერგო. ბალკანელი UNICEF-ის ეგიდით ჩატარებულ ღონისძიებებში რეგულარულად მონაწილეობს.
ნომინაციაში “წლის დაბრუნება” ტომი ჰაასი გამოარჩიეს. გერმანელი სეზონის განმავლობაში რეიტინგის 205-ე საფეხურიდან 21-მდე აღზევდა.







