25 ივნისს სტარტს უიმბლდონის მორიგი საჩოგბურთო ტურნირი აიღებს სტარტს. პლანეტის ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრებისთვის ასპარეზობის ფავორიტები მზადების ბოლო ეტაპს გადიან. ლონდონში, ბალახის კორტზე საგამოფენო მატჩი ჩაატარეს მამაკაცთა ტურნირზე პირველ და მეოთხე ნომრებად განთესილებმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა და ენდი მარეიმ. უიმბლდონის შარშანდელმა ტრიუმფატორმა სერბმა შოტლანდიელს 6:4, 6:4 სძლია. „ნოლემ“ სამჯერ მოიგო მოწინააღმდეგის მოწოდება, ბრიტანელს კი თავისი მოწოდება ერთადერთხელ „დაუთმო“.
„ბოლო 5 დღის განმავლობაში ბევრს ვთამაშობდი, უიმბლდონის სტარტამდე დარჩენილ დროს კი ინტენსიურ ვარჯიშში გავატარებ. მარეისთან გაჯიბრებას რაც შეეხება, ამ მატჩს მხოლოდ ის მნიშვნელობა აქვს, რომ თანდათან ბალახის საფარიან კორტს ვუშინაურდები. თავს კარგად ვგრძნობ და უიმბლდონს სრულ მზადყოფნაში შევხვდები“, - განუცხადა ჯოკოვიჩმა Daily Mail-ს.







