ჭადრაკი

15:20 | 26.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

წინ მაჩიეია გაიჭრა

ნახიჭევანის ტურნირზე 4 ტურის თავზე 3.5 ქულით პოლონელი ბარტლომეი მაჩიეია (2608) დაწინაურდა. მას ნახევარი ქულით 11 მოჭადრაკისგან შემდგარი ჯგუფი ჩამორჩება, რომელთა შორის მიხეილ მჭედლიშვილიც (2640) იმყოფება.

გასულ ტურში ქართველი მოჭადრაკე თეთრი ფიგურებით ჰოლანდიელ სერგეი ტივიაკოვს (2650) დაუზავდა, მომდევნო პარტიას კი შავებით მისდარი მონაგარის მქონე ბელარუს ალეკსეი ალეკსანდროვთან (2604) ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ნახიჭევანის ტურნირზე კიდევ 4 ქართველი მოჭადრაკე თამაშობს, რომელთა მდგომარეობა ასეთია: 25. ლევან ფანცულაია (2556) – 2.5; 32. ბაჩანა მორჩიაშვილი (2377) – 2.0; 42. გიგა ყუფარაძე (2489) – 1.5; 45. ზურაბ ჯავახაძე (2448) – 0.5;

აზერბაიჯანული შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს და 1 მაისს დასრულდება. საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარია, საიდანაც ჩემპიონი 10 ათასს მიიღებს, სულ კი თანხა 30 მოწინავეზე გადანაწილდება. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090071