ძიუდო

19:28 | 3.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

წიკლაურის ოქრო და 100 ქულა

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი ძიუდოისტი ლევან წიკლაური ვარშავულ “ევროპის ღია ტურნირზე” ჩემპიონი გახდა და 100 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა.
ფინალის გზაზე წიკლაურმა ოთხი შეხვედრა მოიგო. ამასთან, სერბი ალექსეი ნეფედოვი, ესტონელი ევგენი სალეიევი, ფრანგი ქუენტინ ჟუბერი და რუსი მაქსიმ ბუგა იპონ-იპონ ჩამოიცილა. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში კი ლატვიელ კონსტანტინს ოვჩინიკოვსს ვაზარ-იუკო აკმარა.
ამრიგად საქართველოს ნაკრებმა პოლონური ტურნირი სამი მედლით ჩაამთავრა. გუშინ 73 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში ნუგზარ ტატალაშვილმა ზებედა რეხვიაშვილი დაამარცხა.
სულ კი “ევროპის ღია ტურნირზე” თორმეტმა ქართველმა იჭიდავა. დღეს ტატამზე პაატა ღვინიაშვილი, ხვიჩა ხუციშვილი (ორივე 81 კგ), ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ტაველური (ორივე 90 კგ), ლევან ჟორჟოლიანი და დავით ლორიაშვილი (ორივე 100 კგ) გავიდნენ, მაგრამ ექვსივე საწყის ეტაპზე წააგო.


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162673