ძიუდო

19:41 | 26.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

წიკლაური მეხუთე ადგილს დასჯერდა

 

ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ლევან წიკლაურმა მეხუთე ადგილი დაიკავა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა რეპეშაჟის ფინალში ბელგიელ ჟოაკიმ ბოტიესთან ოქროს დროში იუკოთი წააგო.

ცოტა ხანში ამავე წონის ფინალი გაიმართება. ოქროს მედლის მოსაპოვებლად ავთანდილ ჭრიკიშვილი ხორვატ ტომისლავ მარიანოვიჩს დაეჭიდება.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089506