ჭადრაკი

14:27 | 11.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

წარმატებული სტარტი ხალკიდაში

საბერძნეთში სტარტი აიღო საჭადრაკო ტურნირმა “ნეგროპონტე 2010”, რომელშიც მონაწილეობას სამი ქართველი გოგონა – სალომე მელია (2442), სოფიკო ხუხაშვილი (2409) და ინგა ჭარხალაშვილი იღებს.
ტურნირის საწყისი ორი ტური ქართველი მოჭადრაკეებისთვის წარმატებული გამოდგა. მელიამ და ხუხაშვილმა ორ-ორი გამარჯვება იზეიმეს და 204 მონაწილეს შორის, შესაბამისად, 27-ე და 31-ე ადგილებზე იმყოფებიან.
1.5 ქულა გახლავთ ჭარხალაშვილის აქტივში, რომელიც 55-ე პოზიციაზე დამკვიდრდა.
ქალაქ ხალკიდაში მიმდინარე ტურნირზე სულ 9 ტური შედგება და იგი 17 აგვისტომდე გასტანს. საპრიზო 25 ათასი ევროდან გამარჯვებული 3 500-ს მიიღებს, ქალთა შორის ჩემპიონი კი 1 300 ევროთი დაჯილდოვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088997