ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ ჩინეთის ქალაქ პინგუოში დაწყებული ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) პირველ რაუნდში მე-6 ნომრად განთესილ ტაივანელ ვენ-ჰსინ ჰსუს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა 6:7 (6:8), 5:7 დამარცხდა.
ასევე 25-ათასიან ტურნირში თამაშობდა მაგდა ოქრუაშვილიც. ქართველმა გოგონამ ფლორიდულ ინისბრუკში საკვალიფიკაციო შეხვედრებში კი იმარჯვა, თუმცა, ძირითად ბადეში ბელორუს ვიკტორია კისიალევასთან 3:6, 6:3, 6:7 (4:7) წააგო.
მოსკოვის 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში “იღბლიანი წაგებულის” სტატუსით გასულმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუს რიჩარდ მუზაევთან 4:6, 6:7 (6:8) წააგო.
თურქეთის ქალაქ ანტალიაში 10-ათასიანი ტურნირზე მე-3 ნომრად გახლავთ განთესილი სოფო ქვაცაბაია, რომელიც პირველ შეხვედრას კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ პატრისია ჩირეასთან (რუმინეთი) გამართავს. წყვილთა მეოთხედფინალში ქვაცაბაია და სერბი სუნიკიჩი ძალებს მასპინძელთა კიდევ ერთ დუეტთან (ერაიდინი-ზუბკოვა) მოსინჯავენ.







