აფრიკის ერთა თასის 2013 წლის გათამაშება სენსაციით დაიწყო. გათამაშების მასპინძელმა, ტურნირის დებიუტანტს ვერაფერი მოუხერხა და ქულები პირველივე თამაშში დაკარგა.
იოჰანესბურგში გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში, უპირატესობას სტუმარი გუნდი ფლობდა. მასპინძლები შესვენების შემდეგ გააქტიურდნენ, მაგრამ არა იმდენად, მეტოქის კართან განსაკუთრებით სახიფათო მომენტი რომ შეექმნათ.
აფრიკის თასის პირველმა თამაშმა, საინტერესო ეპიზოდებზე მეტად, თავი იმით დაგვამახსოვრა, რომ კვლავ აქტუალური გახდა ვუვუზელა, რომელსაც სტადიონზე მისულმა გულშემატკივრებმა ისეთივე მონდომებით ჩაჰბერეს, როგორც 3 წლის წინათ, ასევე სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე.
სამხრეთ აფრიკა-კაპე ვერდე 0:0
იოჰანესბურგი, “სოკერ სიტი”
სამხრეთ აფრიკა (4-4-2): ხუნე, მატლაბა, ხუმალო, სანგვენი, ნგკონგკა, ფალა, ლეჩოლონიანე, დიკგაკოი (ჩაბანგუ 46), ცაბალალა (სერერო 60), მაჯორო (მფელა 68), პარკერი.
მწვრთნელი: გორდონ იგესუნდი.
კაპე ვერდე (4-4-2): ვოზინია, ნანდო, ნივალდო, ფ. ვარელა, კარლიტოსი, პლატინი (ტავარესი 63), სოარესი, ბაბანკო, ტ. ვარელა, ჰელდონი (სილვა 76), მენდეში (სოუტუ 85).
მწვრთნელი: ლუსიუ ანტუნესი.
გაფრთხილებები: ნგკონგკა 44 – პლატინი 60.
მსაჯი: ჯამელ ჰაიმუდი (ალჟირი).
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 12 (2)-11 (2), კუთხური: 5-6, თამაშგარე: 3-0, სეივი: 2-2, ჯარიმა: 16-13.









