ფეხბურთი

11:56 | 5.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვუჩინიჩი “მილანთან” ვერ ითამაშებს

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი მირკო ვუჩინიჩი საკუთარ გუნდს სერია A-ს მომდევნო ტურში “მილანის” წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.

შკყ Iტალია-ს ცნობით, ჩერნოგორიელმა ფეხბურთელმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგაზე, თურქულ “გალათასარაისთან” მატჩში მიიღო და ლაზარეთში მოხვდა.

სამედიცინო გამოკვლევამ ცხადყო, რომ 30 წლის ფორვარდს ბარძაყის კუნთი აქვს გაჭიმული. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შეძლებს ის მოედანზე დაბრუნებას, მაგრამ დაზუსტებით შეიძლება იმის თქმა, რომ ხვალ მილანელთა წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

ტერფის ტრავმა აწუხებს ანდრეა ბარძალის და “მილანის” წინააღმდეგ მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117275