ფეხბურთი

21:38 | 26.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ვოლფსბურგმა” თვალი დე ჩელიეს დაადგა

გერმანული პრესის ცნობით, “ვოლფსბურგი” ტურინის “იუვენტუსის” 26 წლის მარცხენაფლანგელის, პაოლო დე ჩელიეს შეძენითაა დაინტერესებული.

დე ჩელიეს, რომელსაც მარცხენა ფლანგზე თამაში დაცვაშიც შეუძლია და თავდასხმაშიც, მიმდინარე სეზონში, ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევა. სერია A-ში, მან მოედანზე საერთო დროის მხოლოდ 27% დაჰყო. ამის გათვალისწინებით, გასაკვირი არ იქნება, თუ ტურინელები ფეხბურთელის გაყიდვას დასთანხმდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი დაახლოებით 6 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117166