ფეხბურთი

13:47 | 26.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ვოლფსბურგი” ვუჩინიჩს იწვევს

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, გერმანული “ვოლფსბურგი” ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდის – მირკო ვუჩინიჩის შეძენას შეეცდება. ამის შესახებ Yahoo Sport-ი იუწყება.

მოსალოდნელია, რომ ვოლფსბურგელები ტურინელებს ჩერნოგორიელის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს შესთავაზებენ. ჯერჯერობით, იტალიელების პოზიცია, უცნობია. არაა გამორიცხული, გარიგება სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს შედგეს.

თავის მხრივ, ვუჩინიჩი კლუბის შეცვლის წინააღმდეგი არაა, რადგან “იუვენტუსის” შეტევის ხაზში კონკურენცია მნიშვნელოვნად გაიზარდა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.099859