ფეხბურთი

17:22 | 15.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ვიტესში” ჟორდანიას დაბრუნებას გამორიცხავენ

არნემის “ვიტესის” მმართველი საბჭოს წევრმა იან შელენბურგმა კლუბში ყოფილი მმართველის მერაბ ჟორდანიას დაბრუნება გამორიცხა.

“მისი დაბრუნება გამორიცხულია. ეს ადამიანი “ვიტესში” არასოდეს დაბრუნდება. ამაში 200 პროცენტით დარწმუნებული ვარ. ჟორდანიას არ მესმის. ის რას ფიქრობს? იოსტ დე ვიტთან ინციდენტის შემდეგ, მისი დაბრუნების საკითხს საერთოდ ტაბუ ადევს”- იუწყება შელენბურგის სიტყვებს elfvoetbal.nl.

ჟორდანიამ, რომელმაც გასული წლის დეკემბერში “ვიტესის” საკონტროლო პაკეტი გაყიდა და კლუბის მმართველის საბჭოს თანამდებობიდანაც გადადგა, ცოტა ხნის წინ, განაცხადა, რომ არნემში დაბრუნებას შეძლებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110448