ფეხბურთი

19:38 | 14.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ვიტესმა” სეზონში პირველად მოიგო

წარმატებით ჩაატარა ჰოლანდიის ერედივიზიონის მეხუთე ტურის მატჩი არნემის “ვიტესმა”, რომელმაც “ექსელსიორს” უმასპინძლა და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა - 3:1.

მოპოვებული სამი ქულის მიუხედავად გუნდმა გასავარდნ ზონას თავი ვერ დააღწია. “იგლზთან” ერთად გურამ კაშიასა და ვალერი ყაზაიშვილის გუნდი მე-16-მე-17 ადგილებს იყოფს.

კაპიტანმა გურამ კაშიამ მთელი სათამაშო დრო მოედანზე გაატარა, ხოლო ვალერი ყაზაიშვილს სასტარტო შემადგენლობაში არ უთამაშია. პიტერ ბოშმა 21 წლის ქართველი მოედანზე ჰეთ-თრიკის ავტორ დაუდას ნაცვლად, მატჩის 75-ე წუთზე შეუშვა.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული ნიგერიელის აბიოლა დაუდას მეორე გოლი გურამ კაშიას საგოლე პასს მოჰყვა.

ბელარუსის ჩემპიონატის მონაწილე სოლიგორსკის “შახტარი” ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე მინსკის “დინამოს” ეწვია და მოულოდნელად დიდი ანგარიშით მოიგო (1:4). ძირითად შემადგენლობაში იყო ალექსანდრე გურული და 84-ე წუთზე ცევანის ნაცვლად დატოვა მინდორი.

ბელგიის ჩემპიონატში “გენკმა” შინ ფრედ დაასრულა შეხვედრა “ბრიუგესთან.” სასტარტო შემადგენლობაში იყო თორნიკე ოქრიაშვილი, ხოლო ლუკა ზარანდია განაცხადში არ ყოფილა. ოქრიაშვილი 71-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო 69-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

დიმა შარიქაძე 

0.115991