ფეხბურთი

12:08 | 9.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ვიტესის” ქართული სამეული პლეი ოფის მიღმა დარჩა

აგდამის “ყარაბაღი”, სადაც ნიკა გელაშვილი გამოდის, უეფას ევროპის ლიგის პლეი ოფში ითამაშებს. აზერბაიჯანში შვედური “გეფლეს” 1:0 დამარცხების შემდეგ, “ყარაბაღმა” სტუმრად 2:0 გაიმარჯვა. პირველი მატჩისგან განსხვავებით, ქართველი თავდამსხმელი სასტარტოში არ იყო და თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთი. აგდამელებმა ანგარიში 41-ე წუთზე ჩუმბინიოს დარტყმით გახსნეს, ხოლო 50-ე წუთზე რეინალდომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ბევრისთვის მოულოდნელად, გათამაშებას ჰოლანდიის “ვიტესი” გამოეთიშა, რომელშიც გურამ კაშია, გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი ირჯებიან. რუმინეთის “პეტროლულთან” სტუმრად დაზავების (1:1) მერე, არნემელებმა შინ 1:2 წააგეს და საშინაო ჩემპიონატზე გადაერთვებიან. განვლილ მატჩში სამივე ქართველი სასტარტო შემაგდენლობაში იყო. ყაზაიშვილი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, ხოლო კაშიამ და ჭანტურიამ თავიდან ბოლომდე ითამაშეს. გუნდის კაპიტანი კაშია ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე გააფრთხილეს. ანგარიში 21-ე წუთზე რუმინელმა ბუჯემამ გახსნა. 72-ე წუთზე, ვან დერ ჰეიდენმა თანაფარდობა აღადგინა. მე-5 კომპენსირებულ წუთზე, როდესაც “პეტროლული” რიცხობრივ უმცირესობაში იყო, გროზავმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

ლატვიის “ვენტსპილსი”, რომლის ღირსებას თორნიკე თარხნიშვილი იცავს, ევროპის ლიგას დაემშვიდობა. უგოლო საშინაო ფრის შემდეგ, ლატვიელებმა ჰაიფას “მაკაბისთან” ისრაელში 0:3 წააგეს. თარხნიშვილი სასტარტოში იყო და 85-ე წუთზე შეცვალეს.

ყაზანის “რუბინმა” დანიის “რანდერსის” სტუმრად 2:1 დამარცხების შემდეგ, საკუთარ მოედანზე მეტოქეს 2:0 აჯობა და პლეი ოფში ითამაშებს. სოლომონ კვირკველია ყაზანელთა 18-კაციან განაცხადში არ იყო.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118488