ფეხბურთი

0:12 | 30.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ვიტესის” ფრე, მახარაძის გოლი, დაუშვილის მცირე ტრავმა

არნემის “ვიტესმა” შინ მარკო ვან ბასტენის გაწვრთნილ “ჰერენვენს” ვერ სძლია – 2:2. ვაკო ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, გაფრთხილებაც მიიღო. მთლიანად “ვიტესმა” ვერ ითამაშა კარგად და ვაკოც ვერ გამოირჩეოდა. რაც შეეხება გურამ კაშიას, მან მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. არნემელები ჯერჯერობით მესამე ადგილზე არიან, თუმცა უახლოეს მდევრებს, “ტვენტესა” და “ფეიენოორდს” ტურში სათამაშო აქვთ და დიდი შანსია, “ვიტესი” მეხუთე პოზიციამდე დაქვეითდეს.

უზბეკეთის ჩემპიონატში “ფახთაქორმა” შინ კახა მახარაძის ერთადერთი გოლით სძლია “ყიზილყუმს” – 1:0. მახარაძემ ეს გოლი 25-ე წუთზე მიითვალა. “ფახთაქორი” სამი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ ლიდერობს.

უკრაინაში “კარპატიმ” შინ 2:0 აჯობა “სევასტოპოლს”. მასპინძელთა განაცხადში არ იყო ბუბა დაუშვილი, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს. სტუმართა შორისაც არ გამოჩენილან მათე ღვინიანიძე და დავით დარციმელია – ასევე განაცხადს მიღმა იყვნენ. სხვათა შორის, “კარპატის” ერთი გოლი ევგენი ბოხაშვილის ანგარიშზეა. ბოხაშვილი 21 წლის თავდამსხმელია, რომელიც, როგორც იცით, უკრაინის მოქალაქეა და ამ ქვეყნის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. ის დნეპროპეტროვსკშია დაბადებული და “დნიპროს” სარეზერვო გუნდში თამაშობდა. “კარპატი” მეათე ადგილზეა, “სევასტოპოლი” კი – მეთერთმეტეზე.

0.129644