ფეხბურთი

10:10 | 2.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ვიტესი” მოგებებს დაუბრუნდა

ჰოლანდიაში “ვიტესმა” მორიგი მატჩი მოიგო, კერძოდ შინ 3:0 სძლია “როდას” და ჯერჯერობით, მეორე ადგილზეა. “ტვენტეს” სათამაშო აქვს ამ ტურში და არნემელებს ერთი ქულით ჩამორჩება. გურამ კაშიამ “როდასთან” შეუცვლელად, საიმედოდ ითამაშა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილმა ბოლო ნახევარი საათი გაატარა მინდორზე. წინა ტურში მშვენიერი გოლისა და თამაშის მიუხედავად (სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა), მწვრთნელმა პეტერ ბოშმა მაინც შეცვლაზე შეიყვანა ქართველი შემტევი.   

დანიაში “ორჰუსმა” გასვლაზე 2:1 სძლია “სონდერიისკეს”, რომლის კარსაც “დილას” ყოფილი გოლკიპერი მარინ შკენდერი იცავდა. “ორჰუსიდან” მხოლოდ დავით დევდარიანმა ითამაშა, 77-ე წუთზე შეუშვეს მინდორზე. დავით სხირტლაძე სათადარიგო გახლდათ, ხოლო მათე ვაწაძეს ტრავმა აქვს და განაცხადში არ იყო. “ორჰუსი” მეექვსე საფეხურზეა.

თურქეთში შოთა არველაძის “ქასიმფაშამ” გასვლაზე 0:0 ითამაშა “ესქიშეჰირსფორთან” და მეექვსე პოზიციაზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116983