ფეხბურთი

16:36 | 31.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ვიტესი" – ისევ მარცხი

არნემის "ვიტესმა" ჰოლანდიის ერედივიზიონის მეოთხე ტურშიც წააგო, კერძოდ, ეინდჰოვენში პსვ-სთან 0:2. ფილიპ კოკუს გაწვრთნილი პსვ მშვენიერ ფორმაშია და 12 ქულით ლიდერობს ჩემპიონატს, ამიტომაც არნემელთა მარცხი გასაკვირი არ ყოფილა. სხვათა შორის, "ვიტესი" საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და მომენტებიც შექმნა მეტოქის კართან.

ქართველებს რაც შეეხებათ, გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა. სასტარტოში იყო ვაკო ყაზაიშვილიც და მე-60 წუთზე შეცვალეს. ერთ მომენტში ვაკოს კარგი პასის შემდეგ ლაბიადს შეეძლო გატანა და კარგად ვერ გაისარჯა. "ვიტესს" 4 ტურში მხოლოდ 1 ქულა აქვს.

პოლონეთში "იაგელონიამ" გასვლაზე 3:0 მოუგო "კორონას". ნიკა ძალამიძე 88-ე წუთზე შევიდა მინდორზე. 

ისრაელში, აკაკი ხუბუტიას "ჰაპოელ პეტაჰ-თიკვამ" ტოტოს თასზე წააგო დერბი "მაკაბი პეტაჰ-თიკვასთან" – 0:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა 90 წუთი ითამაშა. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115133