ჩოგბურთი

14:38 | 5.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ვინუსმა მენტალიტეტი შეიცვალა

ორიოდე კვირის წინ კორტს დაბრუნებული ვინუს უილიამსი მსოფლიოს რეიტინგსიაში 134-ე იყო, გასულ კვირას კი, უფროსი უილიამსი 87-ე პოზიციამდე დაწინაურდა და იგი ამ საფეხურზეც არ შეჩერდება. ამის დასტურად ჩარლსტონის ტურნირის მეორე წრის შეხვედრა გამოდგება. ვინუსმა კლასიფიკაციაში სადღეისოდ 17-ე ადგილზე მყოფი და ტურნირზე მეშვიდე ნომრად განთესილი სერბი ელენა იანკოვიჩი 7:5, 6:0 დაამარცხა. მატჩი საათნახევარს გაგრძელდა, ვინუს უილიამსის მომდევნო მოწინააღმდეგე კი, ავსტრალიელი ანასტასია როდიონოვა იქნება. 

“კარგა ხანია, რაც ელენასთან არ მითამაშია, ამიტომაც პირველ სეტში საკუთარი რიტმის დაჭერაზე ვზრუნავდი. მეორე პარტიიდან ყველაფერი გამომდიოდა და ვისურვებდი, ამგვარი სტილით ბევრი მატჩი მეთამაშა. ისე კი, ამჟამად განსხვავებული საჩოგბურთო მენტალიტეტი მაქვს. უწინ მჯეროდა, რომ ნებისმიერ მოწინააღმდეგეს დავამარცხებდი, ამჟამად კი კორტზე გასული გარკვეულწილად გაურკვევლობაში ვდგამ ნაბიჯს”, - ამბობდა ნამატჩევს ფილოსოფიაშეცვლილი ვინუსი.
იანკოვიჩს რაც შეეხება, ბალკანელმა განაცხადა, უმწვრთნელოდ დარჩენილს სათანადო დონეზე გამოსვლა მიჭირს, თუმცა, მომატების რესურსი და იმედი მაქვს, ამიტომ დიდი ხნის განმავლობაში ვაპირებ კარგად თამაშსო.
ჩარლსტონის ტურნირის მესამე წრეში გავიდა სერენა უილიამსიც (5), რომელსაც ახალზელანდიელი მარინა ერაკოვიჩი (17) ელოდება.
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089792