32 წლის ამერიკელმა ჩოგბურთელმა ვინუს უილიამსმა სპორტული სამოსის ახალი კოლექცია გამოუშვა. კოლექციას EleVen ანუ თერთმეტი ჰქვია და უიმბლდონს, ოლიმპიურ თამაშებსა და ამერიკის ღია პირველობას ეძღვნება. სამოსის ესკიზებით პირადად უილიამსი იყო დაკავებული, რომელსაც ძალიან სურს უახლესი პროდუქციის მორგება ლონდონის თამაშებზე.
“სპორტული სამოსისთვის ბევრი უპრეცედენტო იდეა მაქვს, თუმცა ისეთი პროდუქციის შექმნა მსურდა, რომელიც ყველა იმ ადამიანისთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი, ვინც ჩემს ხედვას იზიარებს”.
აქვე გეტყვით, რომ კოლექციაში შავი და თეთრი ფერები ჭარბობს.







