ფეხბურთი

19:28 | 14.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ვილიარეალის” თავკაცი კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ესპანური საფეხბურთო კლუბის “ვილიარელის” ხელმძღვანელობა მთავარ მწვრთნელს მარსელინო გარსია ტორალს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოელაპარაკა.

ესპანური პრესის ინფორმაციით, 48 წლის ესპანელი სპეციალისტის ახალი ხელშეკრულება მომავალ ორ წელიწადზეა გათვლილი.

ტორალი “ვილიარეალს” სათავეში 2013 წლის 15 იანვარს ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი პრიმერადივიზიონში დაბრუნდა. 13 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში 24 ქულით მე-4 ადგილი უკავია.

ტორალი “ვილიარეალში” დანიშვნამდე “სევილიას” თავკაცობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119247