ფეხბურთი

15:21 | 20.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვილიანმა “ტოტენჰემი” აირჩია

დიდი ალბათობით, მახაჩყალის “ანჟის” ნახევარმცველი ვილიანი კარიერას ლონდონის “ტოტენჰემში” განაგრძობს. “სპორტ-ექსპრესის” ცნობით, ბრაზილიელმა არჩევანი სწორედ ანდრე ვილაშ-ბოაშის გუნდის სასარგებლოდ გააკეთა.

მოგეხსენებათ, ვილიანის გადაბირება “ლივერპულსაც” სურდა და ბრაზილიელში 30 მილიონ ევროსაც იხდიდა. როგორც ირკვევა, “ტოტენჰემმა” “ანჟის” 35 მილიონი ევრო შესთავაზა და ტრანსფერზეც დაიყოლია.

გავრცელებული ინფორმაციით, ვილიანისთვის სანკტ-პეტერბურგის “ზენიტი” და დონეცკის “შახტარიც” იბრძოდნენ.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103619