ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში თავისი გუნდის მცველ დავიდ ლუისს გამოექომაგა.
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა გარი ნევილმა ლუისთან დაკავშირებით თქვა: “დავიდ ლუისი ისე თამაშობს, თითქოს მას 10 წლის ბავშვი მართავდეს PlayStation-ში”. სწორედ ამ სიტყვებმა გაანაწყენა პორტუგალიელი სპეციალისტი, რომელმაც ნევილს The Guardian-ის მეშვეობით უპასუხა.
“ვინ ვარ მე ისეთი, რომ გარი ნევილი ვაკრიტიკო? თუმცა, როდესაც სიტუაცია ასეთი კუთხით ვითარდება, ვალდებული ვარ, საკუთარი ფეხბურთელი დავიცვა. არ შეიძლება, იყო ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი მცველი და მსგავსი რაღაცები ილაპარაკო. ნევილმა მეტი სიფრთხილით უნდა შეარჩიოს სიტყვები”, - თქვა ვილაშ-ბოაშმა.









