ფეხბურთი

21:30 | 25.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვილანოვა გარდაიცვალა

დღეს, 25 აპრილს, “ბარსელონას” ყიოფილი მწვრთნელი, 45 წლის ტიტო ვილანოვა გარდაიცვალა. ის ორ წელიწადზე მეტ ხანს ებრძოდა კიბოს, აშშ-იც მკურნალობდა და თითქოს საქმე უკეთესობისკენ წავიდა, მაგრამ მას ისევ სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა, რომლის გადატანა ტიტომ ვეღარ შეძლო – გვამცნობს Marca.

ვილანოვა, რომელიც თავის დროზე ძირითადად ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბებში თამაშობდა, ოთხი წლის განმავლობაში პეპ გვარდიოლას თანაშემწე იყო და მონაწილეა ყველა იმ დიდებული გამარჯვებისა, რასაც “ბარსას ეპოქა” დაერქვა.შემდეგ ის გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა, მაგრამ ავადმყოფობის გამო წასვლა მოუწია.

ტიტო ჰოსპიტალში კვლავ ერთი კვირის წინათ მოხვდა. პარასკევს მას ოპერაცია გაუკეთეს, რომელიც სავალალო აღმოჩნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099213