ჩოგბურთი

0:38 | 19.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

ვიკტორიანული ეპოქა

სადღეისოდ მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელის, ბელარუსი ვიკტორია აზარენკას გამარჯვებით დასრულდა აშშ-ის კალიფორნიის შტატის ინდიან უელსის “მასტერზ1000”-ის ტურნირი. ფინალში აზარენკა მეორე ნომრად განთესილ რუს მარია შარაპოვას შეხვდა და ამ შეჯიბრების 2006 წლის ჩემპიონი საათსა და 26 წუთში საკმაოდ იოლად 6:2, 6:3 დაამარცხა, თავად კი პირველად დაისაკუთრა კალიფორნიული ასპარეზობის მთავარი პრიზი. ვიკტორიამ 6 ბრეიკ-პოინტი განახორციელა, ხოლო საკუთარ მოწოდებაზე 2 გეიმი წააგო. აზარენკასთვის ინდიან უელსის ტურნირზე მოგება 12-ე ტიტულია, ამასთან წლეულს ბელარუსმა მეოთხე წოდება დაიმსახურა. მიმდინარე სეზონში ვიკამ ზედიზედ 23 მატჩი მოიგო.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096276