ფეხბურთი

21:13 | 7.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვიდიჩი “მანჩესტერის” კაპიტნად რჩება

“მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალური მცველი ნემანია ვიდიჩი გუნდის კაპიტნად რჩება იმის მიუხედავად, რომ სეზონის ბოლოს მისი “ინტერში” გადასვლა უკვე ოფიციალურად დადასტურდა. თუმცა, დევიდ მოიესი 32 წლის სერბ უკანახაზელს ხშირად თამაშის გარანტიას ვერ აძლევს.

“ვიდიჩი კვლავ გუნდის კაპიტანი იქნება, მაგრამ სეზონის დასრულებამდე ცოტა დრო დარჩა და მინდა რამდენიმე ახალგაზრდა ცენტრალური მცველი საქმეში ვნახო. მინდა, მათ აჩვენონ, რა შეუძლიათ. სეზონის ბოლო თვეებში ეს ფეხბურთელები თავიანთ შანსს მიიღებენ.” – განაცხადა დევიდ მოიესმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118308