ფეხბურთი

10:30 | 20.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვიდიჩი: “ისღა დაგვრჩენია ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ვიბრძოლოთ”

წუხელ “ჩელსისთან” წაგებული მატჩის შემდეგ (1:3) “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველმა ნემანია ვიდიჩმა (რომელიც ბოლო წუთზე გააძევეს) განაცხადა, რომ მათ ბევრი შეცდომები დაუშვეს და ახლო მომავალში მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად უნდა იბრძოლონ: “ლიდერებს საგრძნობლად ჩამოვრჩით, ამიტომ ამიერიდან ჩვენი მთავარი ამოცანა ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა იქნება, - უთხრა სერბმა Sky Sports-ს, - რადგან ასეთი თამაშით ჩემპიონობაზე ოცნება არარეალურია. “ჩელსიმ” ოსტატურად გამოიყენა ჩვენი შეცდომები და დამსახურებულად გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ 22-ე ტურის შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედი” პრემიერლიგაში მე-7 ადგილზეა და 14 ქულით ჩამორჩება ლიდერ “არსენალს.”

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113594