ვიდეო სიახლეები

18:07 | 19.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერს და ნადალს რეკლამის გადაღებისას სიცილის შეკავება გაუჭირდათ

მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელები – შვეიცარიელი როჯერ ფედერერი და ესპანელი რაფაელ ნადალი – უახლოეს დღეებში ერთმანეთს ორ საქველმოქმედო მატჩში დაუპირისპირდებიან. პირველი შეხვედრა სამშაბათს ციურიხში გაიმართება და ამ მატჩიდან მთელ მოგებას, აფრიკელი ბავშვების დასახმარებლად, როჯერის საქველმოქმედო ფონდი მიიღებს, ხოლო მეორე შეხვედრა ოთხშაბათს მადრიდში შედგება და ამ მატჩიდან მთელი მოგება, ასევე უპოვარ ბავშვთა დახმარების მიზნით, უკვე რაფას საქველმოქმედო ფონდს გადაერიცხება... როჯერი და რაფა იმ დღეს პირველი მატჩისთვის სარეკლამო რგოლს იწერდნენ და, იმის გამო რომ სიცილის შეკავება უჭირდათ, ამას ძალიან დიდი დრო მოანდომეს.
 

თეგებიჩოგბურთი
0.108019