ქართველი სპორტსმენები

4:52 | 2.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

1915 წლის 1 თებერვალს დაიბადა სტენლი მეთიუზი

1915 წლის 1 თებერვალს დაიბადა  სტენლი მეთიუზი. პირველი ფეხბურთელი, რომელსაც დიდი ბრიტანეთის დედოფალმა სერის ტიტული მიანიჭა. მეთიუზი 1932 წლიდან გამოდიოდა ”სტოკ სიტიში”, ხოლო ინგლისის ნაკრებში პირველი მატჩი 1934 წელს ჩაატარა და სადებიუტო შეხვედრაშივე უელსს გოლი გაუტანა. 1937 წელს, ათი კაცის შემადგენლობით მოასპარეზე ინგლისელებმა ჩეხოსლოვაკიას სძლიეს, მეთიუზმა კი ჰეთ-თრიკი შეასრულა. 1947 წელს, გადავიდა ”ბლექპულში” და 1953 წელს, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი მოიგო. იმ ფინალს ”მეთიუზის” ფინალი უწოდეს. 1934-1957 წლებში იცავდა ინგლისის ნაკრების ღირსებას. ნაკრებში ჩატარებული აქვს 54 ოფიციალური და 29 არაოფიციალური მატჩი. 1956 წელს, აღიარეს ევროპის წლის საუკეთესო მოთამაშედ. ფეხბურთის თამაშს თავი 50 წლის ასაკში დაანება.

თეგებიფეხბურთი
0.113479