მსოფლიო სპორტის ისტორიიდან

14:02 | 26.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორ სანიკიძის 14 ქულა და გამარჯვება “ბეშიქთაშთან”

სიენის "მონტეპასკი” ევროლიგაში დამაჯერებელ გამოსვლას აგრძელებს. ტოპ 16-ის მეხუთე ტურში ვიქტორ სანიკიძემ და მისმა კლუბმა თურქულ “ბეშიქთაშს” უმასპინძლეს და 6–ქულიანი სხვაობით დაამარცხეს – 63:57. იტალიური კლუბის ქართველი ფორვარდი საუკეთესო გახლდათ პარკეტზე და ლომის წვლილი დაიდო გამარჯვებაში. სანიკიძემ  22:58 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში საკუთარ გუნდს 14 ქულა (7-10 ორქულიანი, 0-1 სამქულიანი, 0-1 საჯარიმო) და 5 მოხსნა (1 მეტოქის ფარზე) შეაწია. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი +12 გახლდათ.

თეგებიკალათბურთი
0.114737