მსოფლიო სპორტის ისტორიიდან

13:59 | 19.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა ბენეფისი პირეოსში

ევროლიგის ტოპ-16-ის მე-4 ტურის დასკვნით მატჩში ვიქტორ სანიკიძის “მონტეპასკიმ” პირეოსში გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსს” 74:72 სძლია, ქართველი კალათბურთელები კი ჩინებულად გამოიყურებოდნენ. სარგებლიანობის კოეფიციენტის მიხედვით, შერმადინი მასპინძელთა რიგებში საუკეთესო გახლდათ, ხოლო სანიკიძეს სტუმართა შორის მე-2 მაჩვენებელი ჰქონდა. შერმადინმა მოედანზე 14:06 წუთი გაატარა და 9 ქულა, 7 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა. სანიკიძემ  20:51 წუთში 5-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო გამოიყენა და 9 ქულას 8 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე) და 1 დაფარება წაამატა. ქართველმა ფორვარდმა 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მასზე კი თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა.

თეგებიკალათბურთი
0.109919