მსოფლიო სპორტის ისტორიიდან

12:54 | 29.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულია - +17

ზაზა ფაჩულიამ და მისმა “ატლანტა ჰოუქსმა” მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარეს ნბა-ს რეგულარულ გათამაშებაში. ჯორჯიის შტატის წარმომადგენლებმა “კლივლენდ კავალიერზის” სტუმრად 8-ქულიანი სხვაობით (102:94) დამარცხება მოახერხეს და სეზონში მე-18 გამარჯვება იზეიმეს.
ლარი დრიუმ ქართველი ცენტრი სათადარიგოთა სკამიდან ჩართო შეხვედრაში და 25:56 წუთი უბოძა სათამაშოდ. მანაც დაუფასა მთავარ მწვრთნელს ნდობა და ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ პარკეტზე, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი +17 საუკეთესო გახლდათ ორივე გუნდის შემადგენლობაში. ფაჩულია მასზე დაკისრებულ შავ სამუშაოსაც კარგად ასრულებდა - 7 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე), 1 ჩაჭრა, შეტევაშიც საკმაოდ პროდუქტიული გახლდათ - 9 ქულა (2-4 ორქულიანი, 5-6 საჯარიმო).

თეგებიკალათბურთი
0.111671