მსოფლიო სპორტის ისტორიიდან

14:44 | 25.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას სამმაგი დუბლი

თორნიკე შენგელიამ ნბა-ს განვითარების ლიგაში, “სპრინგფილდ ერმორის” შემადგენლობაში პირველსავე შეხვედრაში სამმაგი დუბლი გაახერხა  “ერი ბეიჰოუქსთან” 119:127 წაგებულ მატჩში.
თორნიკემ მოედანზე 41:34 წუთი გაატარა და გუნდს 22 ქულა შესძინა. თამაშიდან მისი 15 ნატყორცნი ბურთიდან კალათში 6 ჩაეშვა. აქედან ექვსჯერ მან სამქულიანი დისტანციიდან ისროლა და ორი ბურთი კალათში მოათავსა. საჯარიმოს ხაზიდან ქართველმა 13-ჯერ ისროლა და 8 შემთხვევაში მიზანს უწია. გარდა ამისა, შენგელიას ანგარიშზეა 10 მოხსნა, აქედან 4 – შეტევაში, და 12 შედეგიანი გადაცემა. პლუს ამას, თოკომ 3 დაფარება მიითვალა, ერთხელ თავად დაუფარეს, 4-ჯერ დაკარგა ბურთი და 5 პერსონალური შენიშვნა მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ნბა-ს განვითარების ლიგაში ეს ამ სეზონში მხოლოდ მეორე სამმაგი დუბლია.

თეგებიკალათბურთი
0.106975