მსოფლიო სპორტის ისტორიიდან

15:50 | 19.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა გაჩულიას “ატლანტამ” “ვაშინგტონი” ოვერტაიმში გატეხა

ზაზა ფაჩულიამ და მისმა “ატლანტამ” Verizon Center-ში სტუმრად მძიმე ბრძოლაში, მხოლოდ ოვერტაიმში გატეხეს ლიგის უიმედო აუტსაიდერ “ვაშინგტონის” წინააღმდეგობა და 5-ქულიანი სხვაობით იმარჯვეს - 100:95.
სეზონის სტარტისგან განსხვავებით, ლარი დრიუმ კიდევ უფრო შეუმცირა ქართველ ცენტრს სათამაშო დრო. ზაზა პარკეტზე მხოლოდ 14:57 წუთით გამოჩნდა და ამ დროის განმავლობაში საკუთარ გუნდს 5 მოხსნით, 2 ჩაჭრითა და 2 შედეგიანი გადაცემით შეეწია.

თეგებიფეხბურთი
0.112103