მსოფლიო სპორტის ისტორიიდან

14:26 | 6.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას ბრწყინვალე მეოთხედი და გამარჯვება “დენვერთან”

ზაზა ფაჩულიამ და მისმა “ატლანტამ” საკუთარ არენაზე უმძიმეს ბრძოლაში “დენვერ ნაგითსს” უმასპინძლეს და 4 ქულიანი სხვაობით 108:104 დაამარცხეს. “ჰოუქსის” მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების კაპიტანი კვლავ სათადარიგოთა სკამიდან ჩართო თამაშში. მეორე მეოთხედში პარკეტზე გამოჩენილმა ზაზამ ლიდერობა საკუთარ თავზე აიღო და 8:45 წამში საკუთარ გუნდს 11 ქულა შესძინა და დიდ შესვენებაზე მასპინძლები 4 ქულიანი ჰანდიკაპით 55:51 გაიყვანა. ზაზა ფაჩულიამ პარკეტზე 22:52 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში საკუთარ გუნდს 11 ქულით (7-დან 3 ორქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო), 7 მოხსნით (4 მეტოქის ფარზე), 2 შედეგიანი გადაცემით და 1 დაფარებით შეეწია.

თეგებიკალათბურთი
0.110917