ფეხბურთი

17:51 | 15.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვერმალენი “არსენალიდან” წასვლას გეგმავს

 

ლონდონის “არსენალის” მცველი ტომას ვერმალენი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბიდან წასვლას გეგმავს.

გამოცემა La Dernière Heure ბელგიელი ფეხბურთელის მენეჯერზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვერმალენი ინგლისურ კლუბში მცირე სათამაში დროთი უკმაყოფილოა და ამიტომ, კარიერის გაგრძელება სხვაგან სურს. ამ სეზონში მან “არსენალში” 11-ჯერ ითამაშა.

ვერმალენს ლონდონელებთან კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და “არსენალი” ზაფხულში მას თუ არ გაყიდის, ერთი სეზონის შემდეგ 28 წლის ბელგიელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063594