ფეხბურთი

15:08 | 29.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი სანიას ვერ ელევა

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მცველ ბაკარი სანიას სხვა კლუბში გაშვება არ სურს. ფეხბურთელს “მეთოფეებთან” თანამშრომლობის ვადა მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ეწურება და უკვე რეალური შეთავაზებებიც აქვს.

“დარწმუნებული ვარ, ბაკარი სანია “არსენალში დარჩება. თუმცა თუ მაინც წასვლას გადაწყვეტს, მის არჩევანს გაგებით მოვეკიდებით” – განაცხადა არსენ ვენგერმა.

ლონდონელთა ფრანგი ლეგიონერის შეძენა ჯერ კიდევ ზამთრის სატრანსფერო სეზონამდე მილანის “ინტერს” სურდა, მაგრამ ფეხბურთელისგან უარი მიიღო. ამჯერად კი ყველაზე აქტიურად ევროპული გამოცემები “მანჩესტერ სიტის” ვარიანტს ასახელებენ. 

0.129471