ფეხბურთი

11:55 | 2.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი: “გაგვიმართლა, რომ იოზილი “არსენალის” ფეხბურთელია”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში “ნაპოლისთან გამარჯვების (2:0) შემდეგ გაკეთებულ კომენტარში თავისი შეგირდებიდან გუნდის ახალწვეულ მესუთ იოზილის გარჯა გამოარჩია.

“სასიამოვნო საღამო იყო. ჩემი გუნდს გუნდი ზედმეტი ნერვიულობის გარეშე აკეთებდა საქმეს. მესამე გოლის გატანაც შეგვეძლო. ჩვენ გაგვიმართლა, რომ მესუთ იოზილი “არსენალის” ფეხბურთელია. იგი “რეალში” თამაშის დროს ძალიან მომწონდა და საბედნიეროდ, მადრიდიდან ლონდონში გადმოვიყვანე. “ნაპოლისთან” მატჩში იოზილმა თავისი ძალა ყველას დაუმტკიცა. განსაკუთრებით პირველ ტაიმში. მას დიდი ფეხბურთელისთვის საჭირო აბსოლუტურად ყველა მონაცემი აქვს – ტექნიკა, პასი, ბრწყინვალე დარტყმა და გუნდურად მუშაობის ცოდნა. არ მინდა ემოციას ავყვე, მაგრამ ეს ის გუნდია, რომლის კარგი მომავლისაც მჯერა” – განაცხადა ვენგერმა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113948