ორ დანიურ გუნდს შორის ამხანაგურში, "ორჰუსმა" "ბრაბრანდს" 3:1 სძლია და ანგარიში მათე ვაწაძის გოლით გაიხსნა 41-ე წუთზე.
ვაწაძე სასტარტოში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს. ასევე ძირითადში გახლდათ დავით სხირტლაძე და შესვენების შემდეგ აღარ გამოჩენილა მინდორზე, ხოლო დავით დევდარიანს კვლავაც არ უთამაშია – ტრავმირებულია.
შეხსენებისთვის, "ორჰუსი" გავარდა დანიის სუპერლიგიდან.







