ფეხბურთი

13:05 | 8.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ვასილ მაისურაძე: “ასეთ ძლიერ მოწინააღმდეგესთან ჯერ არ გვითამაშია”

სლოვენიაში მიმდინარე ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის მეორე ტურში საფრანგეთთან ნათამაშები ფრის (1:1) შემდეგ, საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მასიურაძემ განაცხადა, რომ ასეთ ძლიერ მოწინააღმდეგესთან ჯერ არ უთამაშიათ.
“სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ასეთ ძლიერ მოწინააღმდეგესთან ჯერ არ გვითამაშია. უსწრაფესი ფეხბურთელები, ფიზიკურად ძალიან ღონიერები. თითქმის არ მოგვიგია მეორე სართულზე ორთაბრძოლები. ამ ყველაფერს დიდი ძალა შევალიეთ. ჩემი აზრით, ფრე ლოგიკური შედეგია. ასე ადვილი არაა, ჩამოხვიდე საქართველოდან და იმ ფეხბურთელებით, რომელთა უმრავლესობაც მხოლოდ ჭაბუკთა ლიგაში თამაშობს, ტოლ-სწორად ეთამაშო ასეთი დონის გუნდს. ვამაყობ ჩემი ბიჭებით და დიდ მადლობას ვეუბნები თითოეულ მათგანს ასეთი ბრძოლისა და თავდადებისთვის. თითქოს, ყველაფერი მეორდება და ელიტრაუნდის მსგავსად, ახლაც ბოლო მატჩი წყვეტს ყველაფერს. აუცილებლად უნდა მოვუგოთ ისლანდიას. თუმცა, ცუდი ისაა, რომ მარტო ჩვენს შედეგზე არ ვიქნებით დამოკიდებულები; გერმანიამ საფრანგეთთან არ უნდა წააგოს და მხოლოდ ამ შემთხვევაში გავალთ ჯგუფიდან“, – იუწყება მაისურაძის სიტყვებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.
“უპირველესად, ყველაფერი ჩვენს ხელშია - უნდა გავიდეთ და ისლანდიას მოვუგოთ. ისეთ განწყობაზე ვართ, თითქოს, ახლა ვიწყებთ ტურნირს. ბრძოლის გარეშე არაფერი გამოვა. დარწმუნებული ვარ, ისლანდია დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევს, მაგრამ ასევე მჯერა, რომ კიდევ ერთ პატარა სასწაულს მოვახდენთ და ჯგუფიდან გავალთ“, – განაცხადა ქართველი 17-წლამდელების ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა.

 

ლაშა თაბაგარი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.101181