ფეხბურთი

3:19 | 25.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვარსკვლავთცვენა „პარკ დე პრენსზე“

„პარი სენ ჟერმენსა“ და „მარსელს“ შორის გამართული დაპირისპირება რამდენიმე ფაქტორის გამო იქცევდა ყურადღებას. პარიზში, საფრანგეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის ცენტრალური მატჩი იმართებოდა, რომელშიც, ლიგა ერთში თავის მე-400 შეხვედრას ატარებდა სილვენ არმანი. თუმცა, მთავარი ინტრიგა ეს არ იყო. პსჟ-ს განაცხადში პირველად მოხვდა ინგლისელი ვარსკვლავი დევიდ ბექჰემი, რომელიც მოედანზეც ვიხილეთ. „პარკ დე პრენსი“ მსოფლიო ფეხბურთს სხვა ვარსკვლავებსაც მასპინძლობდა. შეხვედრის სტარტზე, სიმბოლურად, ბურთი თამაშში ბრაზილიელმა რონალდომ შეიყვანა, ხოლო ტრიბუნებზე სამუელ ეტო’ოს მოჰკრავდით თვალს.

ფრანგული „ლე კლასიკი“ მასპინძელი გუნდის დიდი უპირატესობით დაიწყო და ანგარიში მე-11 წუთზე გაიხსნა. საჯარიმოს გარედან, ლუკას მოურა ძალიან არაზუსტად ურტყამდა, მაგრამ ბურთი ნ’კულუს მოხვდა, რომელიც ავტოგოლის ავტორად დაფიქსირდა.

მე-2 ტაიმში „მარსელს“ გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდა, მაგრამ ბრწინვალე იყო სირიგუ.

ძირითადი დროის ამოწურვამდე 14 წუთით ადრე, „პარკ დე პრენსზე“ შეკრებილმა გულშემატკივარმა, საყვარელი კლუბის მაისურით, დევიდ ბექჰემი პირველად იხილა. ინგლისელმა, პირველ დამატებულ წუთზე, პარიზელთა მიერ გატანილ გოლშიც შეიტანა არცთუ მცირე წვლილი. მისი კარგი გადაცემის შემდეგ, მენეზმა კარის გასწვრივ ჩააწოდა, რის შემდეგაც ბურთი იბრაჰიმოვიჩს მოხვდა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

თუ „მარსელს“ ჩემპიონობაზე ხელის საბოლოოდ ჩაქნევა მოუწევს, პსჟ-ს დევნას განაგრძობს „ლიონი“, რომელმაც დღის პირველ მატჩში, უქულოდ „ლორიანი“ დატოვა. შეხვედრა სტუმართათვის კარგად დაიწყო, მაგრამ ალიადიერის მიერ გატანილ გოლს პირველივე ტაიმში ლისანდრო ლოპესმა, ხოლო შესვენების შემდეგ გეცალმა და მვუემბამ უპასუხეს და 3 ქულა ლიონში დარჩა.

 

ლიონი-ლორიანი 3:1 (1:1) 

ლიონი, “ჟერლანი 30343

ლიონი (4-2-3-1): ვერკუტრი, რევეილერი, ბისევაცი, ლოვრენი, უმტიტი, მალბრანკი (მვუემბა 75), გონალონსი, ლაკასეტე (ბენზია 81), გრენიე, გეცალი, ლოპესი (ფერი 89).

მწვრთნელი: რემი გარდი.

ლორიანი (4-4-2): ოდარი, გასამა, კონე, მანგა, ბართელმი, კონე (ლე ლანი 64), რეალი, ლოტოა, მონე-პაკე, ჟუფრე (ლემინა 76), ალიადიერი (ჟიული 58).

მწვრთნელი: კრისტიან გურკუფი.

გოლები: 0:1 ალიადიერი (11), 1:1 ლოპესი (24), 2:1 გეცალი (50), 3:1 მვუემბა (90+2).

გაფრთხილებები: მალბრანკი 33, ლოვრენი 37, ბენზია 88 -  მონე-პაკე 18, კონე 44, რეალი 87.

მსაჯი: ფილიპ კალტი.

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 13 (7)-7 (3), კუთხური: 4-3, თამაშგარე: 4-2, სეივი: 1-4, ჯარიმა: 10-17.

 

ბორდო-ბრესტი 0:2 (0:1)

ბორდო, “შაბან დელმა 14261

ბორდო (4-4-2): კარასო, ფობერი, სანე, პლანუსი, ტრემულინა, ობრანიაკი (ბენ კალფალა 66), პლაზილი, პოკო (სერტიჩი 84), მორის-ბელეი, დიაბატე, ბელიონი (სევე 64).

მწვრთნელი:  ფრანსის ჟილო.

ბრესტი (4-1-2-3): ტებო, მენდი, ტრაორე, კანტარი, კულიბალი, სისოკო, ლიკა, შაფნი (გრუჟი 78), გუეიე (ლეზუამიე 70), აიტე, რასპენტინო (ტურე 75).

მწვრთნელი: ლანდრი შაუვინი.

გოლები: 0:1 ტრემულინა (19, ს.კ.), 0:2 კანტარი (83, პენ).

გაფრთხილებები: ბელიონი 28, სანე 82.

მსაჯი: სებასტიან მორეირა.

ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 10 (4)-7 (2), კუთხური: 8-5, თამაშგარე: 1-3, სეივი: 1-4, ჯარიმა: 12-17.

 

პსჟ-მარსელი 2:0 (1:0)

პარიზი, “პარკ დე პრენსი 44984

პსჟ (4-4-2): სირიგუ, ჟალე, ალექსი, არმანი, მაქსველი, მოურა (მენესი 84), ვერატი (შანტომი 76), მატუიდი, პასტორე (ბექჰემი 76), ლავესი, იბრაჰიმოვიჩი.

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

მარსელი (4-4-1-1): მანდანდა, ფანი, ნ’კულუ, მენდესი, მორელი, კადირი (სუგუ 76), რომაო, ბარტონი, ა. აიუ, ვალბუენა, ჟინიაკი.

მწვრთნელი: ელი ბოპი.

გოლები: 1:0 ნ’კულუ (11, ს.კ.), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (90+1).

გაფრთხილებები: მორელი 48, ნ’კულუ 62.

მსაჯი: ფრედი ფოტრე.

ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 4 (3)-11 (7), კუთხური: 2-6, თამაშგარე: 5-2, სეივი: 7-1, ჯარიმა: 17-16.

 

ბომბარდირები

იბრაჰიმოვიჩი (პსჟ) – 22, ობამეიანი („სენტ ეტიენი“) – 14, კვიტანიჩი („ნიცა“), გომისი ("ლიონი") – 12, ალიადიერი („ლორიანი“) – 11, ალესანდრინი („რენი“), ბენ ბაზატი („ტულუზა“), პაიე („ლილი“) – 10.

 

შემდეგი ტური

1 მარტი

მონპელიე-რენი.

2 მარტი

რეიმსი-პსჟ; სენტ ეტიენი-ნიცა; ლორიანი-ვალანსიენი; სოშო-ნანსი; ბასტია-აიაჩო; ტულუზა-ევიანი.

3 მარტი

ბრესტი-ლიონი; მარსელი-ტრუა; ლილი-ბორდო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.083645