ძიუდო

19:45 | 28.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

ვარლამ ლიპარტელიანი ჩეხურ ოქროს შეუტევს

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანს პრაღის მსოფლიოს თასის ჩემპიონობას ერთადერთი გამარჯვება აშორებს. ქართველი ძიუდოისტი დღეს ჩეხურ ტატამზე ხუთჯერ გავიდა. ბელარუსი ანდრეი კიპსევიჩი, ავსტრიელი კრისტოფ კრონბერგერი, ფრანგი რომან ვოლსკა, რუსი მურატ გასიევი და გერმანელი რობერტ დუმკე დაამარცხა, ფინალში კი, ლიტველ კაროლის ბაუზას დაეჭიდება.
ამირან ტოტიკაშვილის გუნდის დანარჩენ წევრთაგან სამეულს ვერც ერთი შეწვდა. ყველაზე რეალური შანსი ხელიდან ლევან ჟორჟოლიანმა (100 კგ) გაუშვა, რეპეშაჟის ნახევარფინალში, ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან წაგებით. რეპეშაჟშივე, ოღონდ ერთი წრით ადრე დაასრულა მედლისთვის ბრძოლა ლევან წიკლაურმა (81 კგ). ძირითად ბადეში კი, ჟორჟოლიანიც და წიკლაურიც მეოთხედფინალში დამარცხდნენ.
დავით კარბელაშვილი (81 კგ), საბა გავაშელიშვილი, ზვიად გოგოჭური (ორივე 90 კგ), რევაზ ჩიკოიძე (100 კგ), ლაშა გუჯეჯიანი და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ) მედლებისთვის ბრძოლას საწყის ეტაპებზევე გამოეთიშნენ.
დღესვე, ვარშავაში მსოფლიოს თასი ქალებისთვის თამაშდება და კიმონო სამმა ქართველმაც მოირგო, მაგრამ... სალომე წოწკოლაურმა (70 კგ), ნინო ოძელაშვილმა (78 კგ) და ირინე ლეონიძემ (+78 კგ) პირველსავე მეტოქეებთან წააგეს.
ოთარ მაღლაკელიძე


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.073938