ფეხბურთი

10:42 | 20.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვარანი: “მადლობა მოურინიოს”

 მადრიდის “რეალის” 19 წლის მცველი რაფაელ ვარანი თავისი სპორტული წინსვლის უმთავრეს მიზეზად მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს ასახელებს.

“მან უდიდესი ნდობა გამომიცხადა და წარმატებული კარიერის გზაზე დამაყენა. ცხადია, ამ კლუბში თავის დასამკვიდრებლად ძალიან დიდი შრომა დამჭირდა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა მეშრომა, მეწვალა და მწვრთნელს შანსი მაინც არ მოეცა. საოცარ გუნდში ვთამაშობ და თანაგუნდელთაგან ბევრ რამეს ვსწავლობ”, – უთხრა ვარანმა ესპანელ ჟურნალისტებს.

პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ფრანგი ლეგიონერ “რეალის” სასტარტო შემადგენლობაში 10-ჯერ მოხვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112356