ფეხბურთი

15:14 | 18.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდე: “ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით”

“ბილბაოს” მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე დონეცკის “შახტართან” ფრედ (0:0) დასრულებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან წარსდგა და აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა.

50 წლის სპეციალისტი უკმაყოფილი იყო საკუთარი გუნდის თამაშით. მისი თქმით, ძალიან ბევრმა შეცდომამ იჩინა თავი და მის გუნდს უკეთ თამაში მართებდა.

“ჩვენ წინააღმდეგ ძალიან კარგი გუნდი თამაშობდა და ვიცი, რომ ფრე ცუდი შედეგი არაა, მაგრამ შინ ვთამაშობდით და მეტი მოგვეთხოვებოდა. ძალიან ბევრი შეცდომა გვქონდა, რომლის სამომავლოდ გამოსწორებაც აუცილებელია. შემდეგ მატჩებში, უკეთესები უნდა ვიყოთ”, - განაცხადა იმედგაცრუებულმა ვალვერდემ.

მომდევნო ტურში, “ბილბაო” სტუმრად შეხვდება ბატეს.

ირაკლი ალიმბარაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111405