“ნაპოლის” მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ამ სეზონში თავისი შესაძლებლობები ამოწურა და ფინიშზე ამდენი ქულის დაკარგვა გადაღლილობის ბრალია. როგორც იცით, ნეაპოლელებმა სერია A-ს გასულ ტურში შინ 1:3 წააგეს “ატალანტასთან”, მეექვსე ადგილზე არიან და ჩემპიონთა ლიგაში გასვლის პრაქტიკული შანსი არ აქვთ:
“ვიბრძვით, მაგრამ უნდა ვაღიარო, რესურსი აღარ გვყოფნის. “ატალანტასთან” მარცხი წინა ტურში “ლაციოსთან” წაგების გამოძახილი იყო. გუნდი დაეცა. დავიღალეთ ამდენი ტრავმებითა და დისკვალიფიკაციებით, გამოცდილება არ გვყოფნის. კიდევ უფრო ინტენსიურად უნდა ვიმუშაოთ. რას ვიზამთ, ევროპის ლიგაზე მოგვიწევს თამაში. თუმცა, შეიძლებოდა, ცხრილში მეექვსეზე ქვემოთაც ვყოფილიყავით” – მოჰყავს მაცარის სიტყვები Football Italia-ს.









