თამაშგარე

12:35 | 29.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

ვალენტინა ძამბროტა – მკერდების მბრძანებელი!

ცნობილი იტალიელი ფეხბურთელის, ჯანლუკა ძამბროტას ცოლმა – ვალენტინა ძამბროტამ, არც მეტი, არც ნაკლები - აპენინებზე მცხოვრებ მკერდგანიერ ქალთა კონკურსში გაიმარჯვა. იტალური საკაბელო ტელევიზიის, ”უნდიტეს” მიერ ჩატარებული ეს ინტერნეტ-კონკურსი ერთგვარ სახალისო ხასიათს ატარებდა და მასში ვირტუალურად მონაწილეობას იღებდნენ ის ცნობილი იტალიელი ლამაზმანები, რომელთაც ბუნებრივად დიდი და ამასთან, ლამაზი მკერდი უბოძა ბუნებამ.
ნატურალურ მკერდზე შეყვარებულ იტალიელებს, სილიკონებითა და სხვა ამგვარი იმპლანტანეტებით ძუძუგაძეძგილი ქალები საკონკურსო განაცხადში თავიდანვე არ შეუყვანიათ. ვალენტინა ზამბროტას ხმა ყველაზე მეტმა ადამიანმა (შემფასებელთა 47 %-მა) მისცა.
ასე რომ, ჯანლუკა ძამბროტას თავისი საფეხბურთო კარიერის პარალელურად, მომავალში სხვა რამეც ექნება სატრაბახო. ხუმრობა საქმე ხომ არ არის – მას იტალიაში ყველაზე ლამაზი, ნატურალურმკერდიანი ცოლი ჰყავს!

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.099517