კალათბურთი

22:59 | 1.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსია” რუსეთში 13-ქულიანი უპირატესობით მიდის

ევროთასის ფინალის პირველ მატჩში, რომელიც ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში ჩატარდა, მასპინძლებმა რუსული “უნიქსი” 80:67 დაამარცხეს და საერთო წარმატებას კარგი საფუძველი ჩაუყარეს.

აღსანიშნავია, რომ ესპანელებს რუსეთში ჩასვლის წინ გაცილებით კარგი ფორის შექმნა შეეძლოთ, თუმცა, ბოლოსკენ დიდი უპირატესობა გაანიავეს.

დასკვნითი მეოთხედის წინ, “ვალენსია” “უნიქსს” 30 ქულის სხვაობით (!) ამარცხებდა, თუმცა, ბოლო ათწუთეულში 6:23 განადგურდა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ვალენსიელთა ამერიკელი ლეგიონერი ჯასტინ დოელმანი გახდა, რომელმაც 30:35 წუთში 28 ქულა 6 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა.

ფინალური დაპირისპირების განმეორებითი შეხვედრა 7 მაისს ყაზანში შედგება.

 

ვალენსია (ესპანეთი) – უნიქსი (რუსეთი) 80:67 (27:12, 22:15, 25:17, 6:23)

ვალენსია: დოელმანი (28 ქ. 6 მ. 3 ჩ.), დუბლევიჩი (12 ქ.), მარტინესი (7 ქ.), ვან როსომი (2 ქ.), სატო (2 ქ.); რიბასი (14 ქ.), ლაფაიეტი (8 ქ. 7 პ.), ლიშჩუკი (4 ქ.), აგილარი (3 ქ.), ლუჩიჩი.

უნიქსი: ეიდსონი (10 ქ. 11 მ.), გაუდლოკი (9 ქ.), კურბანოვი (4 ქ.), ზისისი (3 ქ.), სოკოლოვი; ვერემეენკო (17 ქ.), ჰერენგოდი (14 ქ.), სერგეევი (5 ქ.), ვუიუკასი (5 ქ.), მაკკი, ანტიპოვი.

თეგებიევროთასი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122495