ფეხბურთი

17:39 | 12.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვალდანო: “რონალდუსა და მესის ფასი 100 მილიონზე მეტია”

“რეალის” ყოფილი ფეხბურთელი, მწვრთნელი და გენერალური დირექტორი ხორხე ვალდანო გარეთ ბეილის ტრანსფერზე საუბრობს და მადრიდელებს, გარკვეული დროით, აქცენტის სპორტულ მიღწევებზე გაკეთებას ურჩევს.

“კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის ფასი გაცილებით მეტია, ვიდრე 100 მილიონი. თუმცა, ბეილის კარიერაში დადგა დრო, როდესაც მან თავისი მაღალი კლასი უნდა დაამტკიცოს და ამისთვის საუკეთესო ადგილი “რეალია”.

ფეხბურთის წყალობით, “რეალმა” დიდი ფინანსური მოგება ნახა. ახლა, დროა, პრიორიტეტად სპორტული მიღწევები იქცეს და ფინანსურმა წარმატებებმა მე-2 ადგილზე გადაინაცვლოს. გარკვეული დროის განმავლობაში, “რეალს” წმინდად სპორტული სტრატეგია სჭირდება.” – აცხადებს ვალდანო Radio Marca-სთან საბურისას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114548